პროექტები ჩემ საკლასო ოთახში
Friday, April 8, 2016
Saturday, March 19, 2016
მეცხრე მოდული
გავიხსენეთ გავლილი მასალა. შევაჯამეთ ნასწავლი . გავაკეთეთ საქაღალდის პრეზენტაცია. გავუზიარეთ ერთმანეთს. გავაკეთეთ უკუკავშირი. დრაივზე ვიმუშავეთ საქაღალდის ატვირთვა და ბმულზე მიბმა. მადლობა ქალბატონ ნანას ძალიან საინტერესო და სახალისო სამუშაო იყო. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ პროექტებით. მადლობა ამ საინტერესო პროექტებისათვის
მერვე მოდული
გავიხსენეთ და შევაჯამეთ წინა მოდულებზე ნასწავლი სკითხები. შემდეგ წარმოვადგინეთ პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები. სასწავლო
პრექტის პორტფოლიოს გადახედვის და დასრულების შემდეგ განვსაზღვრეთ ჩვენი ნამუშევრის მასწავლებლისა და
მოსწავლისათვის გააზრების დადებითი მხარეები და შემდეგ მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი კოლეგებისათვის.
გავიხსენეთ ჩვენ მიერ შემუშავებული იდეები და მასალები,
რომლებიც გამოიყენება კლასში, სწავლების ან
დაგეგმვის პროცესში, სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.
საპრეზენტაციო ჩვენება საზოგადოების წარმომადგენლების
ჩართულობის შესაძლებლობას გვაძლევს და, ამდენად, მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნის
საუკეთესო საშუალებაა.
უღრმესი მადლობა ქალბატონ ნანას. ტრენინგი იყო ძალიან
საინტერესო და სახალისო სამუშაო. ვფიქრობ დიდი ინტერესით ჩაერთვებიან მოსწავლეები ამ
პროექტში და უფრო სახალისოს , საინტერესოს გახდის საგაკვეთილო პროცესს.
მეექვსე მოდული
მეექვსე მოდული
ამ მოდულზე ვისწავლეთ, როგორ შევუწყო ხელი ჩემს მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად
მასწავლებლად იქცნენ .როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების განსხვავებული საჭიროებები. ვისწავლეთ როგორ უნდა შევადგინოთ ნაშრომის შეფასების გეგმა. ვიმსჯელეთ წყვილებში
შეფასების რუბრიკებზე.ვიმსჯელეთ როგორ შევქმნათ დამატებითი მასალები მოსწავლეთა გეზის
მისაცემად.
მეშვიდე მოდული
მეშვიდე მოდული
მეშვიდე მოდულზე გავიხსენეთ სასწავლო პროექტის მიზნები,
შეფასების სტრატეგიები.
განვიხილეთ როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე
დაფუძნებული სწავლების წარმართვისას , აგრეთვე ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები
ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის, ჩვენ შევქმენით
დოკუმენტი, პრეზენტაცია, ვებრესურსი. დავგეგმეთ
თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით
მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების
ხელშეწყობისთვის. გავეცანით როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ
სწავლების პროცესში.
მეხუთე მოდული
მეხუთე მოდულზე
გავიხსენეთ მეოთხე მოდულის ძირითადი საკითხები .გავეცანით
თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები , ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები
შინაარსის ათვისების , 21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისთვის
, ჩვენ პროექტზე მუშაობისას. მოდული იყო ძალიან საინტერესო.
მადლობა ქალბატონ ნანას ასეთი საინტერესო და სასიამოვნო
ტრენინგის წარმართვისათვის.
მესამე მოდული
გავეცანით, თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის
ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების
მიზნით. ასევე განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტის ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების
მეთოდებს. განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვა და
მათი კანონიერი გამოყენების ეფექტური გამოყენება.
განვიხილეთ სტანდარტით
განსაზღვრული შედეგების მიღწევა მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში.
Subscribe to:
Posts (Atom)